სალომე სამადაშვილი ფინანსთა მინისტრს - იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში

ქართველი ხალხი თქვენს პოლიტიკურ გუნდს პასუხს მოთხოვს ტყუილებზე, იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში, - ამ სიტყვებით მიმართა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ბატონო ივანე, კარგია, რომ „ქართულ ოცნებას“ ახლა შეუერთდით და არა 2012 წელს, თორემ ძალიან გაგიჭირდებოდათ თქვენი იდეოლოგიური სიწმინდის შენახვა ყველაზე უსინდისო, პოპულისტური დაპირებების კამპანიის პირობებში. ახლა, როცა ქართველი ხალხი თქვენს პოლიტიკურ გუნდს და ბიძინა ივანიშვილს პასუხს მოსთხოვს ამ ტყუილებზე, იმედი მაქვს პარაშუტი გახსნილი გაქვთ, რომ რბილად დაეშვათ უკან, ბიზნეს სექტორში. რაც შეეხება შეკითხვას, ყოველწლიურად იზრდება უტენდეროდ შესყიდვების რაოდენობა თქვენი მთავრობის პირობებში. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ეს არის კორუფციის ნათელი ნიშანი?!“, - მიმართა სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა