ირაკლი კოვზანაძე - მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება

მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების მშპ-ის მიმართ კლების ტენდენცია.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია ვლინდება ისეთი ხარჯების ოპტიმიზაციაშიც, როგორიცაა სამთავრობო (შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების) ხარჯები. მათი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში მშპ-ს მიმართ 5,9%-ის დონეზე იგეგმება. ეს მაჩვენებელი 2018 წლის გეგმით გათვალისწინებულზე 0,4%-ით, ხოლო 2017 წლის ფაქტობრივთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო