ანდრეის მამიკინსი - აღსანიშნავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სფეროებში

საქართველომ განახორციელა რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის. ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდნარეობს, ევროპარლამენტარმა ანდრეის მამიკინსმა განაცხადა.

"საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ არის, საქართველო ამ მიმართულებით დიდ ძალისხმევას ავლენს. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ასევე სჭირდება ჩვენი ცოდნის გაზიარება ისეთ საკითხებში, როგორიც არის ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და ა.შ.", - აღნიშნა ანდრეის მამიკინსმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სფეროებში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარული სესიის განრიგის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე კენჭისყრა 14 ნოემბერს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა