ირაკლი კოვზანაძე მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა.

„წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, თუმცა, ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს უფრო მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს