იოჰანეს ჰანი - ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების კუთხით მიღწევებია

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში ცხადყოფს, რომ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების კუთხით მიღწევებია, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.

„ეს ანგარიში ასევე აღნიშნავს იმ პოზიტიურ კავშირებს, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებშია. ჩვენი ურთიერთობები მჭიდროა. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირ-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 21 ნოემბერს ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის წევრებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ შეხვედრაზე განიხილება სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ამავდროულად რეფორმების ძალისხმევა უნდა გაიზარდოს ისეთ სფეროებში, როგორიც არის სამართალდამცავი სტრუქტურები და მართლმსაჯულება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რათა საქართველოს პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქცია გაუმჯობესდეს. საჭიროა ასევე შემდგომი რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ გავამსხვილებთ ჩვენს მხარდაჭერას სავაჭრო მართლმსაჯულებაზე, რომელიც იმ სფეროს წარმოადგენს, სადაც საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს. გამოწვევად რჩება ადამიანის უფლებების დაცვა და ანტიდისკრიმინაციული ზომების გატარება. ჩვენ ასევე განვაგრძობთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას“, - განაცხადა ევროკომისარმა.

იხილეთ ვიდეო: იოჰანეს ჰანი - ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რეფორმების კუთხით მიღწევებია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა