ივანე მაჭავარიანი - რესურსების მობილიზაციის და მათი ოპტიმალურად გადანაწილების კუთხით არის ერთ–ერთი საუკეთესო ბიუჯეტი

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი არის ადეკვატური და სოციალურად ორიენტიურებული. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რესურსების მობილიზაციის და მათი ოპტიმალურად გადანაწილების კუთხით არის ერთ–ერთი საუკეთესო ბიუჯეტი.

„მე მგონი, ერთ–ერთი ყველაზე ადეკვატური ბიუჯეტია, რაც ოდესმე ყოფილა იმ კუთხით, რომ ერთობლივად პასუხობს ეკონომიკურ გამოწვევებს, ანუ ზრდაზე ორინეტირებულიც არის და ამავდროულად, მაქსიმალურად იმ რესურსების ფარგლებში, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არის სოციალურად ორიენტირებული პენსიონერებზე, იძულებით გადადგილებულ პირებთან მიმართებაში, ასევე, სოციალურად დაუცველ 154 000 ბავშვზე არის გაზრდილი დახმარება. ვიცით, რომ საკმარისი არ არის, შეიძლება კიდევ ბევრი წელი დაჭირდეს, ამ შემთხვევაში რესურსების მობილიზაციის და მათი ოპტიმაურად გადანაწილების კუთხით არის ერთ–ერთი საუკეთესო ბიუჯეტი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მან ასევე უპასუხა რომან გოცირიძის განცხადებას დემაგოგიასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მარტო საქართველოში შეიძლება 400-ლარიან პენსიაზე ლაპარაკი არ ჩაითვალოს დემაგოგიად და დემაგოგიად ჩაითვალის იმის თქმა, რომ ეს არის სიგიჟე, ხალხის მოტყუება და უპასუხისმგებლობა. „ბატონ რომან გოცირიძეს ეტყობა, ცოტა მაინც შერჩენია ეკონომისტის ბუნება და მანაც კი უკან დაიხია, იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა