ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ რომ შეიცვლება, მოიკიდებენ გუდებს ფარცხალაძეები და სხვები, წავლენ და ისევე არხეინად იცხოვრებენ, როგორც კეზერაშვილი, თარგამაძე და სხვები ცხოვრობენ

„ქართული ოცნება“ რომ შეიცვლება, მოიკიდებენ გუდებს ფარცხალაძეები და სხვები და წავლენ და ისევე არხეინად იცხოვრებენ, როგორც კეზერაშვილი, კახა თარგამაძე და სხვები ცხოვრობენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერი და ქვეყნისადმი გულანთებული ადამიანების გაერთიანება, რათა ქვეყანა არ დარჩეს „ფარცხალაძეების“ ხელში. „ჩემი იარაღი მაშინაც და ახლაც არის დიდ ფულთან დიდი ფულით ჭიდაობა კი არა, არამედ როდესაც დასამალი არაფერი გაქვს, უკან მოსახედი გაქვს. რომ შეიცვლება „ქართული ოცნება“ მოიკიდებენ გუდებს ფარცხალაძეები და სხვები და წავლენ და ისევე არხეინად იცხოვრებენ, როგორც კეზერაშვილი, კახა თარგამაძე და სხვები ცხვრობენ. ეს გაუბედურებული ქვეყანა ცოდოა იმისთვის, რომ ასე იჯიჯგნებოდეს. მინდა კვალიფიციური, გულანთებული და კეთილსინდისიერი ხალხი შემოვიკრიბო. არის ასეთი ხალხი, მაგრამ წკიპზე არიან, რომ დაიხურონ ქუდი და წავიდნენ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მოიკიდებენ გუდებს ფარცხალაძეები და სხვები და წავლენ და ისევე არხეინად იცხოვრებენ, როგორც კეზერაშვილი, კახა თარგამაძე და სხვები ცხვრობენ" - ალეკო ელისაშვილი

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს