კახა კალაძე თბილისელებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისელებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. როგორც კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, 13 ნოემბერს ერთი წელი გავიდა, რაც თანაგუნდელებთან ერთად დედაქალაქის მთავრობაში საქმიანობას შეუდგა და ის დამოკიდებულება, რომელსაც თბილისელებისგან ყოველდღიურად გრძნობს, მისთვის დიდი სტიმულია.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა ჩემთვის და მინდოდა, ეს ემოციები გამეზიარებინა თითოეული ჩემი მხარდამჭერისა და თბილისელისთვის. დღეს ერთი წელი გავიდა, რაც მე და ჩემი თანაგუნდელები ოფიციალურად შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას, მას შედეგ, რაც აგვირჩია დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო მადლობით: დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის; მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამხნევებისთვის; ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის ის დამოკიდებულება, რასაც ვგრძნობ თქვენი მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში. ეს მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი ვიმუშაო და მეტი გავაკეთო თბილისელებისთვის. ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ, რათა ჩვენი დედაქალაქი იყოს უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული და კეთილმოწყობილი", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რომელთა მოგვარებაც ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი. მერმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილი აქვს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინოს. "ძალიან კარგი შედეგებია, სამუშაოების შესრულების მაღალი ციფრებია. ერთი, რაც გულწრფელად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ პირველივე დღიდან, რაც მუშაობას შევუდექით, არ გამოგვიტოვებია არც ერთი დღე, რომ არ გვემუშავა ახალ პროექტებზე, რეფორმებზე, ახალ იდეებზე. ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანი ჩართული იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი კომუნიკაცია, ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ თქვენგან მოვისმინო კრიტიკა, პრობლემები, რჩევები", - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა