პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო დღეს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. პირველმა ინსტანციამ საქმეზე ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის აპრილში გამოუტანა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ახალაიას მოადგილის, ამავე საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართაც და მას 4 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოხელის მიერ ჯგუფურად ჩადენილი წამების ორგანიზებისა (ორი ეპიზოდი) და წამებისთვის (ერთი ეპიზოდი) დაკავებულის მიმართ, ხოლო წამების ბრალდებით წარდგენილ ერთ ეპიზოდში კი გამართლდა.

პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე 2011 წლის სექტემბერში გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო