ალეკო ელისაშვილი - ხელისუფლების მიერ სამოქალაქო ომის დაწყებაზე საუბარი არასახელმწიფოებრივი პოზიციაა - ნუ თამაშობენ ამ თემით, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა

როცა ხელისუფლება საუბრობს, რომ მათი კანდიდატის დამარცხების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, ეს აღმაშფოთებელია. მაშინ არჩევნებს რატომ ატარებენ?, - ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას ურჩევს, საზოგადოებისთვის სენსიტიური თემით ნუ თამაშობს და შეახსენებს, რომ ქვეყანას სამოქალაქო ომით მიღებული იარები ჯერ კიდევ არ მოშუშებია.

„მაშინ რა აზრი აქვს არჩევნებს? თქვან, რომ ჩვენ არჩევნებს აღარ ჩავატარებთ, რადგან რომ ჩავატაროთ და წავაგოთ, შეიძლება ომი დავიწყოთ. ამას ამბობენ? ან რა ლოგიკაა, ან რა სინდისია, ან რა სახელმწიფოებრივი პოზიციაა. მაშინ გააუქმონ არჩევნები, სულ ჩვენ ვიქნებით და ომიც აღარ იქნებაო. ნუ თამაშობენ ამ თემით. ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. ძლივს ვიშუშებთ სამოქალაქო ომის, რუსთაველის დანგრევის, სამეგრელოს დაწიოკების ჭრილობებს და ბოლომდე მოშუშებული არაა. ასეთ თემებზე ლაპარაკს უნდა მოეშვან, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამას ხელისუფლება ამბობს. სინამდვილეში ისინი თავის მოპარულ მილიონებს არიან ჩაფრენილები და გვეუბნებიან, ნუ წაგვართმევთ ამ მილიონებსო. ასეთი თემებით სპეკულირება და ამაზე ლაპარაკი აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სამოქალაქო ომსა და რევოლუციაზე საუბარი არასახელმწიფოებრივი პოზიციაა - ალეკო ელისაშვილი მმართველ გუნდს აკრიტიკებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა