თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის წევრები გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი იქნებიან

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის რამდენიმე წევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალი პარტიის - "კანონი და სამართალი" წევრები იქნებიან ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი.

არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა. მისი თქმით,

„არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ვიდეო: გიორგი უშიკიშვილი და დავით იმედაშვილი პლიტიკაში მოდიან - რატომ არ დაანონსა თაკო ჩარკვიანმა ახალი პარტია არჩევნებამდე?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა