„ევროპული  საქართველოს“ წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დატოვეს

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ოთარ კახიძემ და ირაკლი აბესაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, კომიტეტის დატოვების მიზეზი გახდა ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე დადგენილების პროექტი დღის წესრიგში არ მოხვდა. ოთარ კახიძის თქმით, ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მეასეხარისხოვანი.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ დასვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც გამოკვეთა საგამოძიებო კომისიამ. ეს არის ერთი პირი, რომელიც მტკიცებულებების საფუძველზე მხილებულია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში, მ.კ.-ზეა საუბარი და მეორეს მხრივ ფიფია, ფხაკაძე, შოთაძე, რომლებიც არიან ხელის დამფარებლები და მათთან ერთად მირზა სუბელიანი, რომელიც ხელს უშლიდა გამოძიებას. ამას ეხება ჩვენი დადგენილების პროექტი. ბიურომ იურიდიულ კომიტეტს დააწერა ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა პროექტები. ქალბატონმა ბესელიამ ჩასვა დღის წესრიგში სხვა პროექტები, მაგრამ ის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის რეკომენდაციების გაცემას, რომ ბოლოს და ბოლოს გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და ამისთვის მოუწოდებს პარლამენტი შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, დღის წესრიგშიც კი არ სვამენ. მათთვის ეს საკითხი არის მეასე ხარისხოვანი და თვლიან, რომ არსებული ვითარება არის დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ეს ნაბიჯი. საკითხი არ არის იმაზე, ეთანხმებიან თუ არა დადგენილების შინაარს, საკითხია იმაზე, რომ არც კი სურთ მისი განხილვა, ვინაიდან მათაც, ისევე, როგორც გამოძიებას და პროკურატურას არ აქვს კითხვებზე პასუხი, რომელსაც სვამს „ევროპული საქართველო“, დაზარალებული მხარე და საზოგადოება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა