არქიმანდრიტი ბართლომე - წარმოუდგენლად მიმაჩნია, დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და  წამებით იყო დაკავებული

წარმოუდგენლად მიმაჩნია დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და წამებით იყო დაკავებული, - ამის შესახებ ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც მიმდინარე მოვლენები შეაფასა.

არქიმანდრიტის თქმით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგი მისთვის გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, რადგან მთავრობამ ხალხისადმი ყურადღება მიანელა, რაც ბუნებრივი პროცესია.

„გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობაში ვიღაცები შეიძლება არ ვარგოდნენ, წარმოუდგენლად მიმაჩნია დაბრუნდეს ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანებზე ძალადობდა და წამებით იყო დაკავშირებული. მე მღვდელი ვარ, დავდიოდი ციხეში, აღსარებებს ვიღებდი და ბოლოს აღარ გამიჩნდა სურვილი ციხეში მივსულიყავი. ისეთ რამეს ვისმენდი, რომ ვერავის ვეუბნებოდი და შინაგანად დიდი პრობლემა მქონდა. დატევა წარმოუდგენელი იყო. როცა ციხის პრობლემები, ასე რომ ვთქვათ „გასკდა“, მაშინ მე გლდანის ციხესთან მივედი და ვთქვი, რომ სააკაშვილი არა მარტო საქართველოს, არამედ ამ პრობლემების გამო, სამყაროს წინაშე იყო დამნაშავე,"- განაცხადა მამა ბართლომემ.

მისივე თქმით, პირველი ტურის შედეგები საგანგაშო არ არის, რადგან მოსახლეობის აქტივობა დაბალი იყო.

„საერთოდ ამბობენ, რომ სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. მე თუ არჩევნებზე მივდივარ და ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობას ვიხდი, ე.ი. პოლიტიკაში ვმონაწილეობ" , - განაცხადა არქიმანდრიტმა ბართლომემ.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილი არა მარტო საქართველოს, არამედ სამყაროს წინაშე იყო დამნაშავე - არქიმანდრიტი ბართლომე

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს