კახა კალაძემ თბილისის მერად მუშაობის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის ახალი მთავრობის ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრა.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობასა და მერიის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის. კახა კალაძის თქმით, თბილისში მოსაგვარებელი პრობლემა კიდევ ბევრია, თუმცა ის აქტიური ტემპი, რომელიც მერიას საკითხების მოგვარებისთვის აქვს აღებული, უნდა გაგრძელდეს.

„გუშინ გავიდა ერთი წელი მას შემდეგ, რაც ჩვენ მუშაობა დავიწყეთ. პირველი, მადლობა მინდა მოვახსენო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობთ მათი მხრიდან. ეს, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს სტიმულს გვაძლევს, რათა უფრო მეტი ვიმუშაოთ, უფრო მეტი გავაკეთოთ, რათა იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დედაქალაქში გვაქვს, ღირსეულად ვუპასუხოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასევე ჩემს თითოეულ თანამშრომელს, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული ვიცე-მერამდე. ყველას მადლობა იმიტომ, რომ მე ვხედავ, როგორ რეჟიმში გიწევთ მუშაობა და როგორი დამოკიდებულებაა საქმის მიმართ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აისახება საზოგადოების, მოსახლეობის განწყობაზე და ჩვენს მიმართ დამოკიდებულებაზე. ამიტომ ეს, ტემპი, რა გვაქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაგდოთ, პირიქით, უფრო მეტი ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს. მართლაც, ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი საინტერესო წამოწყება, რეფორმების განხორციელება, ახალი პროექტები, თუმცა უამრავი პრობლემა რჩება. არსებობს ბევრი ისეთი საკითხი, რომელსაც მოგვარება სჭირდება, ბევრი ქუჩა რჩება, რომელსაც მოწესრიგება სჭირდება, არის ბევრი ოჯახი, რომელიც ფართებში ცხოვრობს და მას დაკანონება სჭირდება, არის ბევრი ავარიული სახლი, რომელსაც გამაგრება სჭირდება, არის ეკოლოგიური, სიმწვანის პრობლემები და ა.შ. ყველამ მაქსიმალური ძალისხმევით უნდა შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი დედაქალქის მოსახლეობასთან ერთად მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი,“ - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო