ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ წევრებს  - ყველაფერს საზღვარი აქვს, კოლეგებო, კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე?

„ყველაფერს საზღვარი აქვს, კოლეგებო. თქვენ აქ კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე?,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მას განმარტება მოსთხოვეს, რატომ არ არის სხდომის დღის წესრიგში მათ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების გაცემას შეეხება. აღნიშნულ საკითხს კომიტეტის წევრებს შორის კამათი მოჰყვა, რის შემდეგაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ყველაფერს საზღვარი აქვს, კოლეგებო. თქვენ აქ კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე? კომიტეტის სხდომაზე თუ ხართ, წესები დავიცვათ ყველამ. ეს არის კომიტეტის სხდომა და ვმოქმედებთ რეგლამენტის წესებით. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. მე დარწმუნებული ვარ, საკითხის განხილვაზე რომ გადავალთ, ეგრევე დატოვებთ სხდომას და გახვალთ. არ გინდათ, ნუ ატარებთ ამ კამპანიას ამ ტრაგედიის ფონზე. არ არის ეს არანაირ მორალთან კავშირში. შეწყვიტეთ ეს უსაგნო მსჯელობა. განვიხილავთ ამ საკითხს დადგენილ დროში დაგვიანების გარეშე. ის ვადაც არ იქნება საჭირო, რაც არის მითითებული. განვიხილავთ უფრო ადრე. შეწყვიტეთ ბატონო ოთარ ხელის შეშლა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო