განათლების სამინისტრომ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შექმნა

განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. ამის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწევა, სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეიტანენ, რომელიც განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი.

„ზოგადად, „დედა ენის“ საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული, არ არის ერთი ხედვა „დედა ენასთან“ დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოხდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ყველა იმ მხარის ჩართვა, რომელიც დაინტერესებულია, რომ „დედა ენა“ სასკოლო პროცესში რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ ყველა ამ ჯგუფთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ახლა ვფიქრობთ ფორმატზე, რომ რაღაც საბჭოც შეიძლება შევქმნათ, რომელშიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მხარე იყოს ჩართული. ვფიქრობ, როგორც კი ყველა ამ მხარეს შორის შეთანხმება შედგება, სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა