რომან გოცირიძე - სამარცხვინო იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნება

როცა ამ ქვეყანაში ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ბუნებრივია, რომ არც ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება მისი გავლენიდან გამოსული და სამარცხვინო მოვლენა იქნება, თუ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს არჩევნებზე ხალხი ძალით მიიყვანოს.

„დიდი ალბათობით, 28 ნოემბერს აპირებენ არჩევნების დანიშვნას. ყველაფერი ისე გათვალეს და ისე დაალაგეს, რომ დღეს გამოცხადდება შედეგები და არჩევნები დაინიშნება ოთხშაბათს, სწორედ იმის გამო, ძალით მიიყვანონ ხალხი. ეს ხალხი მიაჩნიათ არა ამომრჩევლად, არამედ მიაჩნიათ ბრბოდ, რომელთაც ჩასვამენ ავტობუსებში და ხმის მისაცემად მიიყვანენ. მაგრამ ხალხს აქვს ღირსება და მათივე მიყვანილი ხალხი მისცემს მათ წინააღმდეგ ხმას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა