გიორგი ვაშაძე - გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, რომელ დღესაც არ უნდა დანიშნონ საპრეზიდენტო არჩევნები

გაერთიანებული ოპოზიცია და გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, რომელ დღესაც არ უნდა დანიშნონ საპრეზიდენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ცესკო და „ქართული ოცნება" თაღლითური სქემით ცდილობენ არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას.

„კიდევ ერთი თაღლითური სქემა, რომლის აწყობასაც ცდილობენ, არის, რომ არჩევნები სამუშაო დღეს დანიშნონ. რადგან ყველა უცხოურ უბანზე პირწმინდად გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ( 52% აიღო მან, 22% - სალომე ზურაბიშვილმა). ახლა ისინი ცდილობენ ადმინისტრაციული რესურსი გაათავისუფლონ და კერძო სექტორში დასაქმებულებმა ვერ შეძლონ არჩევნებზე მისვლა. არ გამოუვათ. თითოეულ ამომრჩეველს მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ არჩევნებზე", - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების დროს, 2008 და 2012 წლებში სამუშაო დღეებში არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაშინაც კარგი გაკვეთილი მიიღო ხელისუფლებამ, რომ დღეებს მნიშვნელობა არ აქვს.

„ძალიან კარგი გაკვეთილი მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს მნიშვნელობა არ აქვს. ასეთივე გაკვეთილს მიიღებს ახლა „ქართული ოცნება". ყველა ნაბიჯი, რასაც "ქართული ოცნება" დგამს, არის აგონიური", - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა