ეკა ბესელია „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე - ეს ციფრები იქნება შორს იმ რეალობისგან, რომელსაც მეორე ტურის შემდეგ ვნახავთ

შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ დღეს, როდესაც ევროპარლამენტში სერიოზული რეზოლუციაა, ძალიან პოზიტიური გზავნილებით, ამ დროს ქვეყნდება სასურველი და საოცნებო ციფრებით დატანილი კვლევა „რუსთავი 2“-ის მხრიდან - მგონია, რომ ეს ამ თემის გადასაფარად არის გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ედისონ რისერჩის“ კვლევების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მისთვის დამაჯერებლობასაა მოკლებული.

„რაც შეეხება მათ მიერ შეკვეთილ კვლევებს, რა თქმა უნდა, არ მაქვს მე პირადად ნდობა. როდესაც გამოქვეყნდა რამდენჯერმე ეს კვლევები, ყველგან ვაშაძეს ჰქონდა ბევრად მეტი პროცენტი მიწერილი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს და რეალურად, მივიღეთ სხვა სურათი. ისევე, როგორც პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ამომრჩეველთა მეტი ხმა, მაგრამ განცხადებები კეთდება, თითქოს ვაშაძემ გაიმარჯვა და ეს ისმის ამ ხნის მანძილზე. ასეთი მოდელირებული მგონია ახლა ეს კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა და არანაირი ნდობა არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ეს ციფრები იქნება შორს რეალობიდან, რომელსაც ვნახავთ მეორე ტურის შემდეგ. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცმებები, ამის თაობაზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, ვმუშაობთ ყველანი ერთად, რომ მეორე ტურისთვის მოხდეს ამომრჩევლების მობილიზება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%; სალომე ზურაბიშვილი - 44%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს