გია ვოლსკი „ედისონ რისერჩის“ კვლევას პროპაგანდად და საზოგადოების დათრგუნვის მცდელობად აფასებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ედისონ რისერჩის“ კვლევას პროპაგანდად და საზოგადოების დათრგუნვის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, არჩევნების ბედი საარჩევნო ყუთებთან წყდება.

„ამ შემთხვევაში ცოტა მორიდებული ციფრი კი თქვეს, მაგრამ რეალურად, ეს არის თემა, რასაც უნდა მოჰყვეს საზოგადოების გარკვეულწილად დათრგუნვა, პროპაგანდა იმისა, რომ გადაწყვეტილია საკითხი,. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არჩევნების თემა წყდება საარჩევნო ყუთებთან და საზოგადოებას კარგად ესმის, რასთანაა საქმე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%; სალომე ზურაბიშვილი - 44%.

იხილეთ ვიდეო: "არამგონია, რომ რომელიმე კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ" - მმართველი გუნდი წინასაარჩევნო კვლევებს აფასებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო