მამუკა ბახტაძე  - მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. როგორც პრემიერმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა, ევროპარლამენტარები გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის მიმართ.

"მადლობას ვუხდი ევროპარლამენტარებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი გამოხატავენ საქართველოს და მისი ევროპული მომავლის მიმართ. ჩემთვის საამაყოა, რომ საქართველოს ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმების უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, ასოცირების დღის წესრიგში მიღწეულ პროგრესს, რამაც ევროპარლამენტარების განცხადების თანახმად, ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პარტნიორად წარმოაჩინა. ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, ჩვენს ქვეყანაში არის მდგრადი დემოკრატია, ხოლო ეკონომიკური რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო ევროკავშირის არაერთ ქვეყანას უსწრებს. სხვათაშორის, იგივეს ადასტურებს მსოფლიო ბანკის რეიტინგიც. მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის ფინანსური დახმარება უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკის ზრდას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობასა და საქართველოს ეკონომიკისადმი მზარდ ტენდენციებს", - განაცხადა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტში საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო