ევროპარლამენტი - ვაღიარებთ საქართველოს შედეგებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება

ევროკავშირი აღიარებს საქართველოს შედეგებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რაც კორუფციის აღქმის ინდექსებში საქართველოსთვის კარგ რეიტინგს უზრუნველყოფს რეგიონალურ დონეზე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტში, რომელსაც დღეს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭს უყრის.

ამავდროულად ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება. დადებითად შეფასებულია საქართველოს მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელება. ანგარიში საქართველოს მოუწოდებს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და განცალკევებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან. ნათქვამია, რომ კორუფციასთან ბრძოლა ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კორუფციის მაღალი დონის საქმეების გამოძიების გამოცდილებას. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად არის მიჩნეული თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიებასა და დევნის კუთხით ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც განცალკევებული იქნება პროკურატურის უფლებამოსილებისგან. ანგარიში ასევე მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე გამოხატულია შეშფოთება საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე თურქეთის მიერ ზეწოლის განხორციელებაზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიც არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ანგარიშით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სასამართლო პროცედურების ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აღუდგნენ ზეწოლას, კერძოდ თურქეთისგან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით. ასევე გაკეთებულია მოწოდება შს სამინისტროს, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე დემოკრატიული ზედამხედველობა მოხდეს.

ასევე შეშფოთებით აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღო ახალი კანონმდებლობა ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, რომ შეთავაზებული რეფორმა შემდგომში ზღუდავს წვდომას ამ სფეროში. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ეფექტური წვდომა ინფორმაციაზე და ახსენებს, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა.

ანგარიში ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა