ირაკლი კობახიძე  - არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე  გავლენა მოახდინოს აქტივობაზე - სპეკულაციებისთვის საფუძველი ნამდვილად არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდის დაინიშნება არჩევნების თარიღი, ეს ცესკო-ს გადასაწყვეტია. როგორც კობახიძემ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები 2012 წელს, სამუშაო დღეს დანიშნა, თუმცა ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე აქტიური იყო.

„არჩევნების დანიშვნა არის ცესკო-ს პრეროგატივა. რაც შეეხება დღის დანიშვნას, ეს არის დამოკიდებული ოქმის შეჯამებაზე. ცესკოს გადასაწყვეტია, როდის დაინიშნება არჩევნები. მე არ მგონია, რომ არჩევნების თარიღმა რაიმე გავლენა მოახდინოს აქტივობაზე. გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს, ორშაბათს დანიშნა არჩევნების თარიღი, თუმცა ეს არჩევნები იყო ყველაზე აქტიური საქართველოს უახლოეს ისტორიაში. შესაბამისად, აქ სპეკულაციებისთვის რაიმე საფუძველი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს