მამუკა ბახტაძემ ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ძალოსნობაში წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებული ასპარეზობა ხელს უწყობს სპორტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების წინაპირობაა.

„შეხვედრაზე ისაუბრეს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხზე, სახელმწიფოს მხრიდან სპორტის აღნიშნული სახეობების ფინანსურ ხელშეწყობაზე და სპორტული მედიცინის განვითარების აუცილებლობაზე. პრემიერი დაინტერესდა ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პროცესთან დაკავშირებით. სპორტსმენებმა პრემიერ-მინისტრს სპორტის სფეროს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე, ძალოსანი რევაზ დავითაძე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა