სერგო რატიანი - 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა ამომრჩეველი, როდესაც თქვა, რომ მასწავლებლის ხელფასი იქნება საშუალოდ 800 ლარი

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუეთ ამომრჩეველი, როდესაც თქვით, რომ მასწავლებლის ხელფასი იქნება საშუალოდ 800 ლარი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“, მაშინდელმა პრემიერმა, განათლების მინისტრმა მოატყუეთ ამომრჩეველი, როდესაც თქვით, რომ მასწავლებლის ხელფასი იქნება საშუალოდ 800 ლარი. დღეს 60 000 მასწავლებლიდან მხოლოდ 6 000 იღებს 800 ლარს და ოდნავ მეტს, 37 000 მასწავლებლის ხელფასი არის საშულოდ 420 ლარი. შეუძლებელია ამით ცხოვრება“, - განაცხადა რატიანმა.

დეპუტატმა ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობა ამ პრობლემებს ვერ გადაჭრის.

„ბავშვების დაახლოებით 40% ვერ დადის ბაღში იმის გამო, რომ არ ყოფნის შენობები. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ მშენებლობები დაეწყო. ბევრგან მართლა დასაწყები იყო ეს მშენებლობა, მაგრამ ამით დღეს ბავშვებს არაფერი ეშველებათ. ბავშვების 40% ვერ დადის ბაღში და ამის შევსება კონკრეტული შენობებით არარაციონალურია ქართული ეკონომიკისთვის, რადგან ბაღი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა აუცილებელი. ასე რომ ყოველწლიურად შესაძლოა, იყოს ბავშვების სხვადასხვა რაოდენობა. ჩემი წინადადებაა - ეს თანხები მიმართეთ როგორც სხვა მიმართულებით, ასევე ვაუჩერებში. ეს მართლაც დაეხმარება ბავშვებს, ეს იქნება იმის სტიმული, რომ სოფლებში და ძალიან ბევრ ადგილას გაჩნდეს კერძო ბაღები, რომლებსაც შეუძლიათ შეავსონ ეს დეფიციტი. უკვე მერამდენე წელია რეფორმაზე საუბრობს „ქართული ოცნება“ და ვერ მოხერხდა, რომ აღმზრდელი გადავიდეს აღმზრდელ-პედაგოგის რანგში, ტრენინგები გარკვეულწილად ტარდება, მაგრამ საკმარისი არაა. ვერაფრით მოხერხდა, რომ ეს სფერო შეგვეცვალა, არასწორად მიდის თანხები ამ მიმართულებით“, - განაცხადა რატიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო