ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებაში პროგრესის არარსებობის გამო

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიებაში პროგრესის არარსებობის გამო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში, რომელსაც დღეს კენჭს უყრის ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ საქმემ უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირების კუთხით ბევრი ნაკლი გამოავლინა, მათ შორის პოლიტიკური ჩარევა. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს აღნიშნულ გამოძიებაზე სწრაფი და სანდო დასკვნა უზრუნველყოს. ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველომ უსაფრთხო გარემო უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, რომლითაც დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.

ხაზგასმით აღნიშნულია მკაფიო, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკისა და მექანიზმების მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხება წინა ადმინისტრაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიებას, სისხლისამართლებრივ დევნას. ამავდროულად ამ პროცესისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონის უზენაესობისა და სათანადო სამართლებრივი პროცედურის პრინციპები.

ანგარიშში ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შემდგომი ნაბიჯები გადადგას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფის კუთხით, კერძოდ დაუცველი ჯგუფებისთვის. უნდა მოხდეს ბრძოლა სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ, მათ შორის შრომით ბაზარზე, LGBTQI თემის წარმომადგენლების, ბოშების, აივ/შიდსით ინფიცირებული, შშმ პირთა და სხვა უმცირესობების წინააღმდეგ. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ შშმ პირების უფლებების შესახებ კანონმდებლობის შშმ პირების უფლებების შესახებ გაერო-ს კონვენციასთან ჰარმონიზება უნდა მოახდინოს. ანგარიში მიესალმება საქართველოს მიერ ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებას.

ანგარიშში ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შემდგომი ნაბიჯები გადადგას სამუშაო ადგილებზე და საჯარო ადგილებში ქალებზე ძალადობის ყველა ფორმისგან და სექსუალური ძალადობისგან დაცვის კუთხით, შრომით ბაზარზე და პოლიტიკაში გაიზარდოს ქალთა რაოდენობა, სადაც ქალები საკმარისად წარმოდგენილნი არ არიან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საჭიროა ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერება, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ყველა ბავშვისთვის განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის; ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობას ბავშვთა სახლებში და რელიგიურ საცხოვრებელ დაწესებულებებში ბავშვთა მდგომარეობის ზედმიწევნით ზედამხედველობასთან დაკავშირებით;

ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის, სარედაქციო დამოუკიდებლობის, ასევე მედიის მფლობელობის პლურალიზმისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობა, როგორც ძირითადი დემოკრატიული პრინციპები; ასევე კმაყოფილებით აღნიშნულია 2018 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში ასახული გაუმჯობესება და ხაზს უსვამს მედიის კონტენტის პოლიტიზებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო