კახა კალაძე - ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები უქმე დღეს არ ჩატარდეს

ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები უქმე დღეს არ ჩატარდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძემ პრეცენდენტად 2012 წელი გაიხსენა, როდესაც მისივე თქმით, არჩევნები ორშაბათ დღეს ჩატარდა.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. როგორც ვიცი, ცესკო-ს მიერ ხდება გადათვლა, როდესაც შემაჯამებელი ოქმი და ყველა გასაჩივრება მთავრდება და აცხადებს არჩევნების თარიღს. მე ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები უქმე დღეს არ ჩატარდეს. არსებობს მაგალითები და პრეცენდენტები, თუ არ ვცდები 2012 წელს არჩევნები ორშაბათ დღეს იყო. ასე რომ, არ წარმოადგენს პრობლემებს. ვისაც სურვილი აქვს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მათ ეს არ გაუჭირდება, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა