ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა

დღეს ევროპარლამენტმა გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი შეაფასა.

როგორც ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" ოფისში განაცხადა, ევროპარლამენტისგან მათ მოისმინეს ის დემოკრატიული მიღწევები, რომელიც საქართველოს გააჩნია. კობახიძის თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ევროპარლამენტის და ასევე ევროპარლამენტარების მხრიდან აღიარება იმ მიღწევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით აქვს, დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით და სოციალური მიმართულებით. აღიარებულია, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე, რითაც ჩვენ ვამაყობთ. ასევე უნდა ითქვას, რომ ეს განცხადებები იმის პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად. საბოლოო მიზანი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია საქართველოს დაახლოება ევროპასთან, დასავლეთთან და ეს იქნა აღიარებული ევროპარლამენტის მიერ.

სისტემური კორუფცია განსაკუთრებით მაღალ დონეზე ჩავაბარეთ წარსულს, თუმცა რა თქმა უნდა, საუბარია გამოწვევებზე და ეს არის ის გამოწვევები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის ჩვენი განსაკუთრებული ინტერესისა და ზრუნვის საგანი",- განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს