ხურვალეთთან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ძველი ე.წ. სასაზღვრო ბარიერი განაახლეს

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფლების - ძუკაანთკარს და ხურვალეთს შორის, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ძველი ე.წ. სასაზღვრო ბარიერი განაახლეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში დამონტაჟებული იყო ლითონის ბოძებზე გავლებული ლითონის ბადე, რომელსაც ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა მავთულხლართი შემოავლეს.

„მავთულხლართი ახალ ტერიტორიაზე არ გაუვლიათ. ამ ადგილას, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, 2010 წელს გაკეთდა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბარიერები. დროთა განმავლობაში, რამდენიმეგან დაზიანდა კიდეც და როგორც ჩანს, განახლება გადაწყვიტეს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ახალი მავთულხლართები გაავლეს კიდევ ერთ ადგილას, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს სამწუხარო რეალობა უკვე 10 წელია გრძელდება", - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი როინ ადიკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა