კახა კალაძის განცხადებით, 28 ნოემბერს არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა

28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებსპარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა, თუმცა როგორც ცნობილია, ცესკოს მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.

როგორც კალაძე ამბობს, ამ კვლევის შედეგები არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„კვლევები გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია, რომელიც გუშინ გაჟღერდა ევროპარლამენტში, ეს გადაეფარათ. კვლევები არის ჩვეულებრივი სიცრუე და მანიპულირება საზოგადოებრივ აზრზე. ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლების განმავლობაში როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ, როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილია მესამე ადგილზე, ესეც გვახსოვს. რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული და ეს რეალობა 28 ნოემბერსაც განსხვავებული იქნება, ვიდრე დღეს იყო წარმოდგენილი. ის კვლევა, რომელიც დღეს „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა, არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არჩევნების პირველ ტურში, კალაძე განმარტავს, რომ „ფსიქოპროექტს“ კვლევა არ ჩაუტარებია, ეს იყო ეგზიტპოლი.

„ჩვენ არჩევნების დღესვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ეს რეალობას აცდენილი იყო. ეს იყო ჩვენი შიდა კვლევა და ეს იყო პრობლემა“, - განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ცესკო-ს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი არ დაუსახელებია.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%; სალომე ზურაბიშვილი - 44%.

იხილე ვიდეო: კახა კალაძემ არჩევნების თარიღის დასახელება ცესკო-ს დაასწრო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს