ირაკლი კობახიძე -  მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული

ჩვენთვის მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული. ეს მიუღებელია ევროპარლამენტარებისთვის და ასევე ჩვენთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით, გაერთიანებული ოპიზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, საბჭოური მენტალიტეტის მქონე კანდიდატია.

ამასთან, კობახიძემ ისაუბრა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაზე და განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფები, რომელსაც ზურაბიშვილთან დაკავშირებით აქვს ადგილი, მიუღებელია.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის სირთულეები ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. ბუნებრივია, ასეთი ტიპის კამპანია, როდესაც ვხედავთ ამ მასშტაბის თავდასხმას, შეურაცხყოფას ქალი კანდიდატის მიმართ, ხელს არ უწყობს ჩვენს ქვეყანაში მენტალიტეტის გამოსწორებას. ის, რაც ხდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ, არის აზიატური მენტალიტეტის გამოვლინება. სწორედ ამ მენტალიტეტით მართავდა „ნაციონალური მოძრაობა" თავის დროზე ქვეყანას“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ის, რომ საქართველოს პრეზიდენტად არ უნდა იყოს არჩეული საბჭოური მენტალიტეტის მქონე კანდიდატი, ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს.

„რა თქმა უნდა, ბუნებრივია ამაზე ჩვენც ვსაუბრობთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მთავარი ისიც არ არის, რომ ეს ადამიანი იყო პოსტსაბჭოთა დიპლომატი, მთავარი არის ის, რომ მას აქვს საბჭოური მენტალიტეტი და ზუსტად ამ საბჭოური მენტალიტეტიდან არის ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ევროპარლამენტარების განცხადებაზე. ჩვენთვის მიუღებელია იმ ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, რომელსაც აქვს საბჭოთა დიპლომატიური წარსული. ეს მიუღებელია ევროპარლამენტარებისთვის და ასევე ჩვენთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს