ეკონომიკის მინისტრი - საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს - ესაა ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტში გუშინ და დღეს

„საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს - ესაა ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტში გუშინ და დღეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს დიდი მხარდაჭერა გამოჩნდა.

„საქართველო ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ეს არის ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტში გუშინ და დღეს. ეს არის კარგად შემოწმებული და აბსოლუტური სიმართლე. მე ვთვლი, რომ ის განცხადებები, კომენტარები, რომლებიც გაჟღერდა გუშინ და დღეს, ის პოზიტივი, რომელიც ჩვენ დავინახეთ ევროპარლამენტში, არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს არის დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, რეფორმების თვალსაზრისით, განვითარების თვალსაზრისით, იმ პროგრესისა, რომელსაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ბევრად დიდი მომავალი და დიდი პოტენციალი გვაქვს წინ. აქ ძირითადად ლაპარაკია რამდენიმე სფეროზე - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, სასამართლო სისტემის განვითარებაზე და ა.შ. მაგრამ მე გამოვყოფდი მაინც ეკონომიკის სფეროს“, - განაცხადა ქობულიამ.

მისივე თქმით, კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ გზავნილებში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ბევრად უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას.

„ეკონომიკის სფეროში ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა იმ რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ეს ძალიან რთული რეფორმებია და პრაქტიკულად ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა ამ თვალსაზრისით. რას გვაძლევს ეს ჩვენ? – ევროკავშირის ბაზართან ბევრად უფრო მეტი ინტეგრაციის დიდ პოტენციალს. ეს აძლევს ჩვენს კომპანიებს საშუალებას, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად შევიდნენ ევროკავშირის ძალიან დიდ ბაზარზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია. ეს ევროპელ ინვესტორებს იმის განცდას უჩენს, რომ საქართველო ისეა დაახლოებული, რომ ინვესტორი შეიძლება შემოვიდეს საქართველოში და თავი კომფორტულად იგრძნოს. კორუფციასთან დაკავშირებით არსებულ გზავნილებში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ბევრად უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა ქობულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა