სალომე ზურაბიშვილი Edison Reaserch-ის კვლევაზე - გინდაც 30%-იც იყოს სხვაობა, არანაირი მნიშვნელობა დღეს ამას არ აქვს

გინდაც 30%-იც იყოს სხვაობა, არანაირი მნიშვნელობა დღეს ამას არ აქვს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა Edison Reaserch-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

„მე არაფერს არ ველოდები ამ კვლევებისგან. საერთოდ კომენტარები უნდა სთხოვოთ იმათ, ვინც აძლევენ დაკვეთას ასეთ კვლევებზე. გინდაც 30%-იც იყოს სხვაობა არანაირი მნიშვნელობა დღეს ამას არ აქვს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

Edison Research-მა „რუსთავი 2"-ის დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სულ 2 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხა.

კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? სრული ალოკაციის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე - 56%; სალომე ზურაბიშვილი - 44%.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს