წყალმომარაგების  სფეროს განვითარების ხელშეწყობის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს ავსტრიელი ექსპერტები გადაამზადებენ

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ერთწლიანი პროექტის ფარგლებში წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში კომპანიის თანამშრომლებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საერთაშორისო ავსტრიული კომპანია SETEC Engineering GmbH & Co. KG -ის და ვენის ტექნიკური უნივერსიტეტის Boku ექსპერტები გადაამზადებენ.

თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კომპანიის SETEC Engineering GmbH & Co. KG მმართველმა დირექტორმა, გერჰარდ ზიმერლმა.

პროგრამის მონაწილეები წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში გაივლიან როგორც თეორიულ კურსებს, ასევე დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპებს.

პროექტის მიზანია სამომავლოდ შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების სფეროში დაინტერესებული ახალგაზრდა კადრების გადამზადებას, დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებას. ასევე, დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და განვითარებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა