ევროპარლამენტის რეზოლუცია მისაღებია, ეს არის რეაქცია, რაც ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის შეფასებისას განაცხადა.
„მისაღებია ეს შეფასებები. ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რომ რეაქცია მისცეს იმას, რაც ხდება ქვეყანაში და რაც მე მგონი, არ არის სასურველი ამ ქვეყნის იმიჯისთვის",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.