სალომე ზურაბიშვილი - არჩევნების შუა კვირაში ჩატარება ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ალბათ გაურთულებს

არჩევნების შუა კვირაში ჩატარება, ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, - ასე აფასებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების მეორე ტურის შესაძლო სამუშაო დღეს დანიშვნას.

„ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ცესკო-ზე დამოკიდებული. მე გამოვთქვამ ერთადერთ წუხილს, რომ ეს ალბათ გაურთულებს ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მე პირადად, ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ დღეებში, რომ დავუკავშირდე დიასპორებს და გავაგებინო. რამდენი ხანია მე ამ ორმაგ მოქალაქეობაზე ვმუშაობ და ვთვლი, რომ დიასპორა უნდა იყოს უფრო აქტიური. ამიტომ, ვწუხვარ თუ ეს ასე იყო და გაუძნელდათ მათ არჩევნებში მონაწილეობა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ზურაბიშვილის პოზიცია არჩევნების თარიღზე მმართველი გუნდისგან განსხვავებულია: "შუა კვირაში ჩატარება დიასპორას მონაწილეობის მიღებას ალბათ გაურთულებს"

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა