გიორგი ქობულია  ევროპარლამენტის ანგარიშზე - ძალიან დიდი აღიარებაა იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ

რა გზავნილებიც წავიკითხე, საუბარია იმაზე, რომ საქართველო ბევრად უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში განუცხადა.

ეკონომიკის მინისტრი ევროპალამენტის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორუფციის მხრივ არსებულ რისკებს საქართველო ებრძვის.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს. მისივე თქმით, ის განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტის მხრიდან გაკეთდა, ნიშნავს, რომ ქვეყანას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს რეფორმების თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი ეკონომიკის მხრივ.

„მე, ვთვლი, რომ ის განცხადებები, ის კომენტარები, რომლებიც გუშინ და დღესაც გაჟღერდა, ასევე ის პოზიტივი, რომელიც ჩვენ დავინახეთ ევროპარლამენტში, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ეს არის, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი აღიარება რეფორმების, განვითარების თვალსაზრისით და იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ კიდევ უფრო დიდი მომავალი და პოტენციალი გვაქვს. ძირითადად, აქ ლაპარაკია რამდენიმე სფეროზე. რა თქმა უნდა, საუბარია, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე,სასამართლოს სისტემის განვითარებაზე და ა.შ. მაგრამ მე, მაინც გამოვყოფდი ეკონომიკის სფეროს. ეკონომიკის სფეროში ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ იმ რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ეს ძალიან რთული რეფორმებია და პრაქტიკულად, ჩვენ სამაგალითო ქვეყანა ვართ, ამ თვალსაზრისით.

ჩვენ, ეს დიდ პოტენციალს გვაძლევს ევროკავშირის ბაზართან კიდევ უფრო ინტეგრაციის მხრივ. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად შევიდნენ ევროკავშირის დიდ ბაზარზე. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ევროპულ ინვესტორს აძლევს განცდას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ევროპასთან ისეა დაახლოებული, რომ შემოვიდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს", - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო