გრიგოლ ვაშაძე - არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ომი დავიწყეთ!

არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე, ომი დავიწყეთ! - ამის შესახებ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, გორში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები გადააყოლოს და ზიანი მიაყენოს საერთაშორისო ასპარეზზე.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი პარტია ამას ვერ მოახერხებს, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობამ და სასამართლომ კარგად იცის, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

“რაც არ უნდა ეცადოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ბრძოლისთვის იმასაც კი არ ერიდება, რომ სახელმწიფო გადააყოლოს პოლიტიკურ ინტერესებს, ის ვერ მიაღწევს იმას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ან სამართალმა საქართველო აღიაროს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დამწყებად, ამას ვერ ეღირსებიან! ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით გადაწყვეტილი საკითხია, ჩვენ ვართ 1990 წლიდან რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს აგრესია არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. საქართველოს მოქალაქეებმა, შიდა ქართლმა, გორმა, სახელმწიფო შეინარჩუნა 2008 წელს და არც ერთ ვიგინდარას არ ვათქმევინებთ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე, ომი დავიწყეთ! არავის ვურჩევ გაეკარონ ჩვენს გმირ სამხედროებს. არც გაიფიქროთ ეგ! ქუდზე კაცი გამოვა ქუჩაში, ხელები შორს ჩვენი გმირებისგან! გაძლევთ პირობას, რომ არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური წარმატებები, მშვიდობიანი, გააზრებული პოლიტიკით გაგრძელდება და მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანად აღადგენს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო