იუსტიციის უმაღლესი  საბჭოს წევრები  ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს. შეხვედრის მონაწილეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სერგო მეთოფიშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ვიწრო სპეციალიზაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზენტაციისას საუბარი შეეხო საქმეების განხილვის სტატისტიკურ მონაცემებს და აღინიშნა ამ მიმართულებით სასამართლო სისტემის პროგრესი.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, ასევე პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრ ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს ვხვდებით. შეხვედრის მიზანია, უშუალო კომუნიკაცია დავამყაროთ ბიზნესმენებთან, მოვისმინოთ მათი მხრიდან დანახული პრობლემები და რა თქმა უნდა, შეხვედრის მიზანია სასამართლო სისტემის უფრო მეტი ღიაობა. როდესაც საზოგადოებაში გროვდება გარკვეული მოსაზრებები, მათ შორის, კრიტიკული, ეს განაპირობებს იმას, რომ ვისმენთ უშუალოდ პირველი წყაროსგან ამ პრობლემების შესახებ. ჩვენ გვაქვს სურვილი ბიზნეს სექტორთან შეხვედრები გაგრძელდეს",- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს