რუსთავის მერის ინიციატივით, სკოლების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ

რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქის საჯარო სკოლების მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, უფროსკლასელებმა სამხედრო ტექნიკა, საბრძოლო იარაღი დაათვალიერეს. სასწავლო ცენტრში მოქმედ საწვრთნელ პროგრამებსა და იმ ტექნოლოგიებს გაეცნენ, რომელსაც ქართველი სამხედროები ფლობენ. ასევე, მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და ქართული სამხედრო-სამშვიდობო მისიების შესახებ.

სკოლის მოსწავლეების სამხედრო თემით დაინტერესების იდეა, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

13 ნოემბერს ცენტრში 21-ე და 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, ხოლო დღეს, ცენტრს 11-ე და 8-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს