ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, გერმანულ-ქართული სამართლის კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, გერმანულ-ქართული სამართლის კონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ღონისძიება გახსნეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) წარმომადგენლებმა. კონფერენციას უძღვებიან სამართლის ექსპერტები - ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი და ბრანდერბურგის რეგიონალური ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ფრენკ ენგელმანი, აგრეთვე ქართველი ექსპერტები, ადვოკატები - თეა ხამხაძე და ლაშა კალანდაძე.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ სამოქალაქო სამართლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი და მისი ურთიერთმიმართება შეჯიბრებითობის პრინციპთან;

2. იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან;

3. შეჯიბრებითობის პრინციპი და მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებები;

4. ბიზნეს დავების განხილვის თავისებურებები;

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და შებრუნების გარანტიები;

გერმანულ-ქართული სამართლის კონფერენცია ნოემბერში რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმია, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ასოციაცია მომავალშიც გეგმავს არაერთი საერთაშორისო ღონისძიებების მოწყობას საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და მასში ადვოკატის როლის გაზრდის მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო