თამარ ჟვანია - არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, ასეთი ცალსახა მითითება კანონში არ არის

არჩევნების მეორე ტური უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, ასეთი ცალსახა მითითება კანონში არ არის, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

"რაც შეეხება არჩევნების თარიღს, მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან დაანონსებული იყო ცესკოს სხდომა. დღეს არის წარმოდგენილი დღის წესრიგი. მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარე ვარ ერთი წევრი და მაქვს ერთი ხმის უფლება, მაგრამ რაც შეეხება თარიღს და ყველა გადაწყვეტილებას ცესკო იღებს კომისიურად. არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება მეორე ტური, მაგრამ ის უნდა იყოს თუ არა კვირა დღეს, ან რომელიმე სამუშაო ან არასამუშაო დღეს, ასეთი ცალსახა მითითება არ არის. ნებისმიერი არჩევნების დღე არის უქმე დღე“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ინფორმაციით, ცესკო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს აპირებს, რომელიც ოთხშაბათია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს