ირაკლი აბესაძე - კახა კალაძის განცხადება არის დადასტურება იმ სამარცხვინო გარიგების, რომელიც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და ცესკო-ს შორის

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე კახა კალაძის განცხადებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ცესკო-ს შორის გარიგებად აფსებს. ასე გამოეხმაურა ირაკლი აბესაძე კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმად, 28 ნოემბერს არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა.

როგორც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას, რომელმაც პირველ ტურში უარი უთხრა მათ კანდიდატს, დაბრკოლებები შეუქმნას.

„კახა კალაძის განცხადება არის დადასტურება იმ სამარცხვინო გარიგების, რომელიც არსებობს „ქართულ ოცნებასა“ და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის კანონმდებლობის დარღვევით და ხელისუფლების სასარგებლოდ.

როდესაც მოსახლეობა საკუთარი პრობლემების მოგვარების ნაცვლად უყურებს ხელისუფლებას კორუფციაში ჩაფლულს, რომელსაც უწევს შეგუება გაზრდილ სიღარიბესთან და კრიმინალთან, მაშინ როდესაც ვერ ხედავს ვერაფერს სასიკეთოს და კანდიდატისგან ისმენს მხოლოდ საკუთარ თავზე განცხადებებს, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ხელისუფლება ცდილობს და კალაძის განცხადებაც არის ამის დასტური, რომ კანონმდებლობის დარღვევით შექმნას დაბრკოლებები იმ მოსახლეობისთვის, რომელმაც პირველ ტურში უარი განუცხადა სახელისუფლებო კანდიდატს. ეს ხრიკები არანაირ უპირატესობას „ქართულ ოცნებას“ და მის კანდიდატს არ მოუტანს და აზარალებს სახელმწიფოს, დააზარალებს დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„28 ნოემბერს, არჩევნების შედეგი იმ კვლევებისგან განსხვავებული იქნება, რაც დღეს „ედისონ რისერჩმა“ გამოაქვეყნა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა, თუმცა როგორც ცნობილია, ცესკოს მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ დაუსახელებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო