„ევროპული საქართველოს“  წყალტუბოს შტაბის წევრმა პარტია დატოვა და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა

„ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა გოჩა ჩაკვეტაძემ პარტიის შტაბი დატოვა და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.

გოჩა ჩაკვეტაძე გადაწყვეტილების მიზეზად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, შტაბში მენეჯერად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიიწვიეს.

გოჩა ჩაკვეტაძე თავის თანამოაზრეებს მოუწოდებს, მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ.

ჩაკვეტაძის თქმით, მიუხედავად „ევროპული საქართველოს“ მიმართ პატივისცემისა, არ აპირებს დადგეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გვერდით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა