ნუკრი ქანთარია  - გრიგოლ  ვაშაძე არის პირწავარდნილი  რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკი

გრიგოლ ვაშაძე გახლდათ 1982 წლიდან 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო ჩინოვნიკი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის საშემოდგომო პლენარული სესიის დროს განაცხადა.

ნუკრი ქანთარიამ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე და მის წარსულ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის საფრთხის წინაშე.

„დღეს ხდება კარგი რამ, ისეთი რამ რაც ხშირად მომხდარა ქართველი ერის ისტორიაში ძნელბედობის ჟამს. დღესაც საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი აცხადებს მობილიზაციას და ირაზმება იმისთვის, რომ არ დაუშვას იმ სასტიკი რეჟიმის წარმომადგენლის, თქვენი მეთაურის, სააკაშვილის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფის გაპრეზიდენტება.

ერთი რამ არის შეურაცხმყოფელი, რომ ალტერნატივა ასე დგას, რომ ვდგავართ „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციის წინაშე. ეს არის ერთი უბედურება, მაგრამ მეორე უბედურება არის ის, რომ კანდიდატი, რომელსაც თქვენ მხარს უჭერთ, არის პირწავარდნილი რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკი.

მე არ ვამბობ იმას, თუ რატომ სწავლობდა ის რუსეთში, არც იმას ვამბობ, რომ ახალგაზრდა სტუდენტი, რომელიც ამ დროს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და აქ ენას გვართმევდნენ საერთოდ, არ გაუნძრევია არც გული და ხელი.

მაგრამ ეს ადამიანი გახლდათ 1982 წლიდან 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო ჩინოვნიკი.

ციტატას მოვიყვან და ვიტყვი, რომ 82 წლიდან 90 წლამდე მოსკოვში რაც კი რამე განძრეულა, ყველაფერი იყო დანომრილი „კაგებეს“ აგენტი. დიდი ალბათობით, ბატონ გრიგოლს მეხუთე განყოფილება ვერ აცდებოდა და მის მიმართ, როგორც წარმატებული სტუდენტის მიმართ, ეს ინტერესი გაჩნდებოდა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა