საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნეს-ასოციაციები მოსამართლეებს შეხვდნენ

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს იწყებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პირველი ასეთი ღონისძიება დღეს, პალატის საბჭოს ფორმატში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია საქართველოს ყველაზე მსხვილი 38 აქტიური ბიზნეს-ასოციაცია, მათ შორის სექტორული ბიზნეს-გაერთიანებებიც.

„შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნეს. ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართა პრეზენტაცია „სასამართლო და ბიზნესი“, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭომ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე კერძო სექტორს უწყების საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც განიხილავს, სანივთო სამართლებრივ დავებს, იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებულ დავებს, სამეწარმეო სამართლებრივ დავებს და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებულ დავებს, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 ათას ლარს. (კომერციული დავები) ერთი წლის შემდეგ კი საბჭოს გადაწყვტილებით, სპეციალიზაციას დაემატა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები. პრეზენტაციისას საუბარი შეეხო საქმეების განხილვის სტატისტიკურ მონაცემებსაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფრორმაციით, ბიზნეს-სექტორს საშუალება ჰქონდა, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსამართლეებისთვის შეკითხები პირადად დაესვა და პრობლემატიკა წარედგინა.

„შეხვედრაში მონაწილეობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა და სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეებმა მიიღეს.

საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტია. პალატა სახელმწიფოსა და კერძო სექტორებს შორის ერთგვარი შუამავლის ფუნქციას ასრულებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ერთ-ერთი პირველი საჯარო-კერძო დიალოგის ტიპის შეხვედრა სწორედ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართა. აღნიშნულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებს პალატის ეკონომიკურ-სამართლებრივი კომიტეტის წევრი საკონსულტაციო კომპანიები შეხვდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი ბიზნეს-დავები იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო