ტყის მცველების შტატები სატყეო სააგენტოდან ზედამხედველობის დეპარტამენტში გადადის

სატყეო სააგენტოდან ტყის მცველების შტატები ზედამხედველობის დეპარტამენტში გადადის. შესაბამისად, ტყეზე კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქცია ერთი უწყების ქვეშ იქნება მოქცეული. ამას “ტყის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომლის მიზანია ტყის მართვის ეფექტიანი მოდელის ჩამოყალიბება.

კანონპროექტის თანახმად, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საშტატო რიცხოვნობა შემცირდება 459 ერთეულით, რომელთა სახელფასო ფონდი 3 882 600 ლარს შეადგენდა. ცვლილებების მიხედვით, იგივე ოდენობითაც გაიზრდება ზედამხედველობის დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა, მაგრამ სახელფასო ფონდი ზედამხედველობის დეპარტამენტში განისაზღვრება 6 024 000 ლარით. შესაბამისად, სხვაობა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეადგენს 2 141 400 ლარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო