ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში საქართველოს პროგრესს მიესალმებიან

ევროპარლამენტის წევრები გულითადად მიესალმებიან საქართველოს პროგრესს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაში, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების უმსხვილესი წყაროა.

„შესაბამისად, ევროპარლამენტის წევრები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ განაგრძონ სტაბილურობის, დემოკრატიული რეფორმების, ასევე ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესება მათთვის, ვისაც ეხება სიღარიბე, უმუშევრობა და ეკონომიკური მიგრაცია. მაღალი დონის კორუფცია, მართლმსაჯულების სრული დამოუკიდებლობა, მედია-კონტენტის დეპოლიტიზაცია, შრომითი და ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა პრობლემურ სფეროებად რჩება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის წევრები მიესალმებიან არჩევნების კონკურენტუნარიან ხასიათს და იმას, რომ ძალადობას არ ჰქონდა ადგილი. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღნიშნული საკითხების მოგვარებისკენ, როგორიც არის: არჩევნებზე სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება, კამპანიის დაფინანსებაში მაღალი ზედა ზღვარი და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე შეტევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო