გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებმა და გამომძიებლებმა ტრენინგი გაიარეს

გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის თემაზე პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, კურსი ორიენტირებული იყო, როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და სამართლებრივი თემატიკის გაცნობაზე, ასევე პრაქტიკული გამოცდილების, კაზუსების განხილვასა და სწორი დამოკიდებულების ფორმირებაზე.

ორდღიანი ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: გენდერისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და ძალადობა, გენდერით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევაში მოტივის იდენტიფიცირება, ფემიციდის საკითხები, არსებული სტერეოტიპები, ტრანსფობიური ძალადობა და დისკრიმინაცია, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობის ეთიკა და თავისებურებანი. ტრენინგს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) წარმომადგენელი ეკატერინე აღდგომელაშვილი უძღვებოდნენ. სწავლება ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოქმნილ გამოწვევებზე.

ტრენინგი პროექტის ,,პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებებით პროკურორთა და გამომძიებელთა შესაძლებლობების გაძლიერებაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა