„ჯივიპიმ“ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოაწყო

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული კომპანიიდან აცნობეს, მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას აახლებს.

კომპანიის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ნაძალადევის რაიონში, ხეხილ-სანერგეს დასახლებაში წყალმომარაგების ახალი სისტემის განვითარება, სადაც ჯივიპიმ 7.6 კმ სიგრძის წყალსადენის ქსელი მოაწყო. აღნიშნულ დასახლებაში კომპანიამ ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა.

აღნიშნული სამუშაოების საშუალებით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ხეხილ-სანერგეს დასახლებაში დამატებით 450 ოჯახის უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყო. პროექტში კომპანიამ 0.5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ კომპანია თბილისის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიმდინარე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს